ნათია თურნავა: ჩვენ შევეცადეთ და სოციალური და ბიზნეს დახმარების პაკეტები მაქსიმალურად დავაბალანსეთ

„ჩვენ შევეცადეთ და მაქსიმალურად დავაბალანსეთ სოციალური და ბიზნეს დახმარების პაკეტები“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელმაც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე შეზღუდვების გამკაცრების შესახებ უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილება შეაფასა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სოციალური დახმარების ისეთ მიმართულებაზე, როგორიცაა საშემოსავლო გადასახადის თანადაფინანსება ბიზნესთან ერთად, რომელიც ხელს შეუწყობს 750-ლარიან და 1500 ლარამდე ხელფასის მქონე დასაქმებულებისთვის სამუშაო ადგილების შენარჩუნებას. მთავრობის სოციალური დახმარებას ასევე მიიღებენ შშმ პირები, კონკრეტული ქულის ქვევით მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახები და სხვა სოციალურად დაუცველი ადამიანები.

მინისტრმა ასევე ისაუბრა კიდევ ერთ საყოველთაოდ აპრობირებულ მექანიზმზე, როგორიცაა კომუნალური ხარჯების სუბსიდირება კიდევ 4 თვით, ასევე 300-ლარიანი დახმარების გაცემაზე იმ პირებისთვის, რომელთა საქმიანობაც მთავრობის გადაწყვეტილებით შეიზღუდა.

„ჩვენ ასევე ბანკებთან ვაწარმოებთ კომუნიკაციას, რომ მოხდეს ამ დროებით შეზღუდულ ობიექტებში დასაქმებული პირების საბანკო სესხების გადავადება. ვფიქრობთ, რომ ბანკები მხარს დაგვიჭერენ ამ კომუნიკაციაში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად