ნათია თურნავა ანაკლიის პორტზე: ზედმეტი პოლიტიზირება პროექტს ავნებს!

ზედმეტი პოლიტიზირება პროექტს ავნებს,-ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტების კითხვას, საკანონმდებლო ორგანოში მისვლის შესახებ, სადაც ანაკლიის პორტის პროექტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები უნდა განიხილონ.

ნათია თურნავას თქმით, ის ნებისმიერ დროს მზადაა, მივიდეს საქართველოს პარლამენტში და ანაკლიის პორტის პროექტზე ისაუბროს.

თუმცა, მინისტრი ასევე დასძენს, რომ პროეექტს ზედმეტი პოლიტიზირება ავნებს.

„ყოველთვის ღია ვართ. უკან არასდროს დაგვიხევია, ანაკლიის პორტის პროექტს ამ ეტაპზე, როდესაც კრიტიკული პერიოდი დარჩა ამ პროექტის განხორციელებისთვის. ზედმეტი პოლიტიზირება, მგონი, პროექტს უფრო მეტად ავნებს“,-განაცხადა თურნავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად