ნათია თურნავა: “აირზენას”  პარიზი-თბილისის რეისის დროულად შესრულებისთვის, ყველაფერს გავაკეთებთ

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ავიაკომოპანია „აირზენამ“ პარიზი თბილისის რესზე ბილეთები ისე გაყიდა, რომ მთავრობასთან არ იყო შეთანხმებული, რის გამოც  რეისი არ შესრულდა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებ იმისთვის, რომ მოქალაქეები არ დაზარალდნენ და რეისი რაც შეიძლება მალე შესრულდეს.

„დღეს პრემიერმინისტრისგან მივიღეთ დავალება, საუბარია იმაზე, ვიმუშაოთ ავიაკომპანიებთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ორშაბათს გამოვაქვეყნოთ კონკრეტული გრაფიკი და ლოკაცია, საიდანაც კვლავ განხორციელდება ორგანიზებულად, ხელმისაწვდომი სუბსიდირებული ფასებით ჩვენი ემიგრანტების, ჩვენი თანამოქალაქეებს ჩამოყვანა საქართველოში სხვადასხვა ევროპული დედაქალაქიდან.

ეს უნა მოხდეს უსაფრთხოდ, ისე რომ არ მოხდეს დამატებითი ეპიდემიოლოგიური ზეწოლა ჩვენ მოსახლეობაზე. ყველას ექნება შესაძლებლობა ქვეყნაში დაბრუნების, კარანტინის გავლით, სახელმწიფოს ხარჯზე.   ეს არ იქნება მხოლოდ ერთი კომპანია, ჩვენი სამინისტრო მომხრეა მეტი კონკურენციის საავიაციო დარგში. ძალინ ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ჩვენს ბაზარაზე „ვიზიარი“ გაფართოებულიყო. „რაინერი“ შემოსულიყო, სხვა ავიაკომპანიები შემოსულიყო. აქაც ამ პრინციპს დავიცავთ მაქსიმალურად. ეს იქნება რამდენიმე  კომპანიის მონაწილეობით.

„აირზენა“ კვლავაც გააგრძლეებს თავის ჩერტერული რეისების შესრულებას, რა თქმა უნდა ჩვენთან შეთანხმებით. მაგრამ, რა დავალებაც ახლა მივიღეთ პრემიერისგან ეს არ არის კომერციული ჩარტერები. სადაც ავიაკომპანია თავისი შეხედულებისამებრ აწესებს ფასებს. ძალიან მაღალი ფასები აქვს „აირზენას“ კომერციულ ჩარტერებზე. ახლა ვსაუბრობ, სუბსიდირებად სოციალურ ფრენებზე, როგორც ეს აქამდე იყო ბილეთის შეზღუდული ღირებულებით, რომელსაც სახელმწიფო დაუკვეთავს კონკრეტულ კომპანიებს.

ეს კვლავაც შეიძლება იყოს „აიერზენა“, მაგრამ, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით და ვხედავთ დაინტერესებას სხვა ავიაკომპანების მხრიდან.  იყო „აირზენას“ მთელი რიგი რეისები, რაც მართლაც შეთანხმებული იყო სამოქალაქო ავიაციის სააგენეტოსთან, მაგრამ პარიზის რეისი იყო ისეთნაირად გაკეთებული ბილეთები, რომ ჩვენ ოფიციალური თანხმობა ამაზე გაცემული არ გვქონდა. როდესაც ამსტერდამი, ვენა, სრუალიდ იყო ჩვენთან თანხმობაში.

მე ვიცი ჩვენი ემიგრანტები, რომლებმაც მაღალი ფასი გადაიხადა პარიზი – თბილისის ფრენაში, მოუთმენლად ელიან შესაძლებლობას, რომ ეს რეისი შესრულდეს. მიუხედავდ იმისამ, რომ ეს არ იყო დაგეგმილი, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას  ყველა ორგანიზაციული საკითხის მოგვარების უსაფრთხოდ შესრულებაზე მგზავრებისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის,  ეს გარკვეულ სირთულეს გვიქმნის, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ან არ გადაიდოს ან დიდი ხნით არ გადაიდოს ეს რეისი და დრიოულად შესრულდეს. ამაზე ვმუშაობთ და უახლოეს მომავალში გავაკეთებ განაცხადებას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად