ნათია თურნავა: აგვისტოში რეგულარული ფრენები დროებით შეჩერდება

„ჩვენ აგვისტოში გავაგრძელებთ რეგულარული ფრენების დროებით შეჩერების რეჟიმს, მაგრამ დავუშვებთ კონკრეტულ ფრენებს უსაფრთხო დერეფნების მიხედვით“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.

„რაც შეეხებათ „რაინეარს“ და „ვიზეარს“, შეგახსენებთ რომ ყველაფერი გავაკეთეთ 2016 წელს „ვიზეარი“ ჯერ საქართველოში რომ შემოსულიყო და 2019 წელს უკვე არსებითად გაეფართოვებინა არეალი. ასევე, იმისთვის რომ 2019 წელს „რაინეარი“ შემოსულიყო. ეს ჩვენთვის ძლიან ღირებული პარტნიორობაა.

ჩვენ მათთან ორმხრივ რეჟიმში ვთანამშრომლობთ, რომ გავიდეთ ფრენების იმ ოპტიმალურ რაოდენობაზე რაც მათთვისაც კომერციულად მომგებიანი იქნება და არც ჩვენ დაგვაზარალებს ეპიდემიოლოგიურად. ვხედავ, რომ არის მცდელობები ჩვენს შორის ვიღაცამ მედიატორის ფუნქციები იკისროს, ეს საჭირო არ არის.

არანაირი პრობლემა ჩვენს შორის ურთიერთობებისა არ არსებობს. თუკი ამ კომპანიებს შეკითხვები უჩნდებათ, პირდაპირ მოგვმართავენ და კომუნიკაციის პრობლემაც არ გვაქვს. ამიტომ ცოტათი მიკვირს ხოლმე სხვადასხვა ტიპის შეკითხვები. ძალიან მარტივია ჩვენი მოტივაცია – ეს არის ადამიანების დაცვა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად