ნათია თურნავა: 400 ათასი პირბადე შევიტანეთ აფთიაქებში, მოთხოვნა დიდია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, სააფთიაქო ქსელში 400 ათასი პირბადე შეიტანეს.

“მიუხედავად იმისა, რომ სულ ერთი დღეა, რაც ჩვენ პირველი პარტია, 400 ათასი პირბადე, შევიტანეთ საქართველოს სააფთიაქო ქსელებში, მოთხოვნა მართლაც არის დიდი. ჩვენ შემოგვდის ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ქსელიდან უკვე 70% ამოიყიდა და სხვა ქსელებშიც არის საკმაოდ დიდი მოთხოვნა.

კარგია, რომ ადამიანებმა გაათვითცნობიერეს, რომ აუცილებელია პირადი დაცვის საშუალებების ტარება, შეძენა და ჩვენ ძალიან სწრაფად ვეცდებით, რომ შევავსოთ ეს მარაგები იმიტომ, რომ ჩვენ ვკერავთ საკმაოდ დიდ რაოდენობას და ვფიქრობთ, რომ მაქსიმალუარად შევძლებთ, ვუპასუხოთ ამ მოთხოვნას ბაზარზე. ამაზე მუშაობს მთელი ჯგუფი ჩვენთან სამინისტროში, გვაქვს ინფორმაცია ყველა სააფთიაქო ქსელიდან და ვთანამშრომლობთ მათთან,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად