ნათია თურნავა: 2020 წლის ბიუჯეტის მთავარი სტატუსი იქნება, გაზრდილი სოციალური პასუხისმგებლობა

ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

“მოგეხსენებათ, რომ საბიუჯეტო ციკლი მიმდინარეობს, 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვა, ეს არის საპასუხისმგებლო პროცესი, მთელი მთავრობა ჩართულები ვართ პრემიერმინისტრის თაოსნობით ამ პროცესში. ვიტყვი, რომ 2020 წლის ბიუჯეტის მთავარი სტატუსი არის – გაზრდილი სოციალური პასუხისმგებლობა, სოციალური პროგრამები, ასევე ინფრასტრუქტურული პროგრამები, კაპიტალური ხარჯები და პროგრამები, განსაკუთრებით კრიტიკულად აუცილებელი სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფრასტრუქტურა, ეს ორი კომპონენტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ 2020 წლის ბიუჯეტის ფარგლებში უფრო მეტად ვაგრძნობინოთ თოთოეული მოქალაქეს და ოჯახს ეკონომიკური ზრდის სიკეთე და დავძლიოთ სიღარიბე.

ეკონომიკის სამინისტრო ს მიმართულებით, ამ კუთხით ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულები ისე იდ პროგრამაში როგორიცაა გაზიფიცირების პროგრამა, ისეთივე ინტენსიური და მაღალი ტემპით გაგრძელდება გაზიფიცირება, მოვიცავთ მათ შორის ცენტრიდან დაცილებულ რეგიონებს და ვამზადებთ დამატებით სიას სადაც გავრცელდება გაზიფიცირება. ასევე, გავაგრძელებთ “აწარმოე საქართველოში” პროგრამის ფარგლებში მცირე და მიკრო მეწარმეების წახალისებას და ეს პროგრამები უფრო ინტენსიურად იქნება წარმოდგენილი.

გვაქვს პროგრამები, მათ შორის მთის და სამთო კურორტების განვითარების და მაზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ მას შემდეგ რაც შეჯერდება საბიუჯეტო პარამეტრები და კონკრეტული სამინისტროების მიხედვით სამუშაო გეგემები”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად