ნათია თურნავა: 2019 წელს, მშპ 1 სულ მოსახლეზე 4 700 აშშ დოლარს მიაღწევს

ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ზოგადად ვიდრე რომელიმე პოლიტიკოსი ან ექსპერტი ნიშნის მოგებით იჩქარებს და დაიწყებს საქართველოს შედარებას რეგიონის სხვა ქვეყნებთან, მე მოვუწოდებ რომ გაერკვას ელემენტარულად მეთოდოლოგიაში ჩვენ მზად ვართ, რომ ეს ინფორმაცია მივაწოდოთ.

რაც შეეხება თვითონ ამ მონაცემებს გეტყვით რომ საქართველო 2019 წლის ნოემბერში საქართველოს სტატისტიკის შესაბამისმა სამსახურმა მოახდინა ახალი მეთოდოლოგიის დანერგვა მშპ-ს გადათვლის რომელიც ჯერ კიდევ არ არის ასახული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მთ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმოხილვაში.

ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებმა, როგორიც არის აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, მოლდოვა, ბელორუსი, ასევე გააკეთეს თავისი მშპ-ს გადათვლა. ამ ახალი მეთოდოლოგიით, მაგრამ, ცოტა უფრო ადრე და შესაბამისად მათი მონაცემები უკვე აისახა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმოხილვაში.

მაგრამ, მერწმუნეთ, რომ იმ მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, რაც ფიქსირდება ბოლო პერიოდში, ჩვენი მშპ ერთ სულ მოსახლეზე ახალი მეთოდოლოგიით გადათვლილი არის საკმაოდ მაღალი, ყველაზე კონსერვატიული შეფასებითაც. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 4700 დოლარს მიაღწევს და უკვე შემდეგი სავალუტო ფონდის მიმოხილვაში ის იქნება ასახული და იქნება საჯარო. ჩვენ კვლავაც ვართ და ვიქნებით ლიდერი რეგიონში ამ მონაცემის მიხედვით“ – განაცხადა ნათია თურნავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად