ნათია თურნავა: 1 მლრდ ლარის სახელმწიფო ქონება ჯერ კიდევ ელოდება ინვესტორს

“წინასწარი შეფასებით, 1 მლრდ ლარის სახელმწიფო ქონება ჯერ კიდევ ელოდება ინვესტორს”,-ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა “Forbes კვირისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“ჩვენი ამოცანა და მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს ამოცანა არის ის, რომ იმისთვის რომ დავაჩქაროთ ეკონომიური ზრდა და ტემპი ავწიოთ, ყველა ჯერ კიდევ გამოუყენებელი რეზერვი ჩავრთოთ ბრუნვაში. რა არის ეს რეზერვები? ძალიან მარტივია – ეს არის სახელმწიფო ქონება – წინასწარი შეფასებით, 1 მლრდ ლარის სახელმწიფო ქონება ჯერ კიდევ ელოდება ინვესტორს.

მეორე მხრივ, არის ძალიან მაღალი ინტერესი ინვესტორთა მხრიდან. მათ უნდათ, რომ სხვადასხვა აქტივი შეიძინონ, ჩადონ ფული, შექმნან სამუშაო ადგილები და აწარმოონ ბიზნესი. დაახლოებით, მლნ ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწაა – აქედან 300,000 ჰა რეგისტრირებული, 550,000 ჰა მომზადებულია სარეგისტრაციოდ და კიდევ არის გარკვეული რეზერვი, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ გარემოს დაცვის და სოფლის და იუსტიციის სამინისტროებთან ერთად, რომ ჩავრთოთ რეგისტრაციაში ის მიწებიც და შემდეგ დავაპაკეტოთ ინვესტორებისთვის. “,-განაცხადა თურნავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...