ნათია მეზვრიშვილი: თუ ქვეყანაში გვინდა წესრიგი და სამართლებრივ სახელმწიფოს ვაშენებთ, პოლიციას პატივი უნდა ვცეთ!

პოლიციელზე თავდასხმა მიუღებელია და არ აქვს მნიშვნელობა მიზეზს!!! მიზეზების ძიება ახალისებს ძალადობას და ასე სამართლებრივი სახელმწიფო არ და ვერ შენდება, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ეს ადამიანები იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს და ჩვენს უსაფრთხოებას თავისივე სიცოცხლის რისკის ფასად. მათზე თავდასხმა, პირველ რიგში, თითოეული ჩვენგანის და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის არის სახიფათო.
ძირითადი ფუნქციის გარდა, ამ ადამიანებს, ჯერ კიდევ გაუმართავი სისტემის გამო, უკვე წლებია უამრავი სხვა ფუნქციის შესრულება უწევთ და ეს მაშინ, როცა მათი სამუშაო პირობები ჯერ კიდევ ვერ არის ისეთი, როგორსაც იმსახურებენ. არც ის დაგვავიწყდეს, რომ ამ ხალხის მხრებზე გადაიარა პანდემიის დროს 24 საათიან რეჟიმში რეგულაციების აღსრულებამ.
თუ ქვეყანაში გვინდა წესრიგი და სამართლებრივ სახელმწიფოს ვაშენებთ, პოლიციას პატივი უნდა ვცეთ !!!
იმაზე, რომ დღისით, მზისით ვიღაცა ბედავს პოლიციელზე თავდასხმას, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა იმ ხელისუფლებას ეკისრება, რომელიც არაფერს აკეთებს პოლიციის მიმართ ნდობის გამტკიცებისთვის.

პოლიციელზე თავდასხმისთვის მხოლოდ სასჯელის უსასრულოდ გაზრდა პრობლემას ვერ მოაგვარებს. ამისთვის, დაწყებული რეფორმები, რომელიც დღეს სამწუხაროდ, შეჩერებულია, უნდა გაგრძელდეს და უნდა გაგრძელდეს პირველ რიგში, პოლიციელის ღირსებისთვის !!!” – წერს ნათია მეზვრიშვილი.

ცნობისთვის, გორში  მოქალაქე პოლიციელს თავს დაესხა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმას გულისხმობს.

კომენტარები
იტვირთება...