ნათია მეზვრიშვილი: სასამართლოს დამოუკიდებლობის გზა გადის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტურ რეფორმირებაზე

პარტია ,,საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა – ნათია მეზვრიშვილმა გორში, პარტია “საქართველოსთვის” ოფისი გახსნის შემდეგ მედიასთან სასამართლო სისტემის რეფორმირებისთვის პარტიის საკანონმდებლო ინიციატივაზე ისაუბრა.

“დღეს პარტიამ „საქართველოსთვის“ ბრიფინგზე თქვა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის გზა გადის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტურ რეფორმირებაზე. ეს პირველ რიგში გულისხმობს, რომ უნდა მოხდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მანდატის გადახედვა, ფუნქციების დეცენტრალიზაცია, ყველა რეფორმა პირველ რიგში მაქსიმალურად მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ სასამართლოში არსებული გავლენის ჯგუფი შესუსტდეს და საბოლოო ჯამში აღმოიფხვრას.

ჩვენ ვისაუბრეთ ამ მიზნისკენ მიმართულ საკანანდებლო ინიციატივაზე, რომელიც გულისხმობს გადაწყევტილების მიღებას ორმაგი ორი მესამედით – ეს ნიშნავს რომ მნიშნელოვან საკითხებზე, მათ შორის მოსამართლეების არჩევა-დანიშვნასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების ორმა მესამედმა და არამოსამართლე წევრების ორმა მესამედმა ერთობლივად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ეს გაურთულებს არსებობას გავლენის ჯგუფებს სასამართლო სისტემაში და იქნება პირველი უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი მათი მანდატების გალენის შესამცირებლად.“ – ამბობს მეზვრიშვილი.

მეზვრიშვილი ხაზს უსვამს, რომ სასამართლოს რეფორმირების და მართმსაჯულების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისათვის მნიშვნელოვანი ხაზი გადის უკვე მოახლოვებულ – სასამართლოს გარემოსამართლე წევრების არჩევის პროცესის საკითხზე, რომელზე ზემოქმედებასაც შეცდება ხელისუფლებაც და ოპოზიციური ფლანგიც.

,,შემდგომ ეტაპზე, კარზე მომდგარია გარე მოსამართლე წევრების არჩევის საკითხი და სავარაუდოდ ხელისუფლება ყველანაირად ეცდება, რომ ასეთი არამოსამართლე წევრი, იყოს მათთან აფილირებული – ისეთი ადამიანები, რომლებსაც დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი არ ექნებათ. ამიტომ ჩვენ გამოვედით და ვთქვით, რომ არავითარ შემთხვევაში ჩვენ ამ თემაზე არ ვივაჭრებთ არც ერთ პოლიტიკურ პატიასთან – არც სახელისუფლებო გუნდთან და არც ოპოზიციასთან. მაგრამ მხარს დავუჭერთ მხოლოდ და მხოლოდ დამოუკიდებელ კანდიდატებს.“ – განაცხადა მეზვრიშვილმა.

ნათია მეზვრიშვილმა ასევე მკაფიოდ დააფიქსირა პარტია ,,საქართველოსთვის“ პოზიცია, რომ მოსამართლეთა დანიშვნის მიმდინარე პროცესი უნდა შეჩერდეს და ეს პარტიამ დღეს სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებზე გამართულ ბრიფინგზეც განაცხადა.

,,მოსამართლეთა დანიშვნის მიმდინარე პროცესი უნდა შეჩერდეს. იმის გარდა , რომ ეს სასამართლო სისტემის მიმართ ნდობას კიდე უფრო ასუსტებს – პირდაპირ ეწინააღდმეგება 19 აპრილის შეთანხმებას და პირდაპირი დარღვევაა ამ შეთახმების“ – ამბობს მეზვრიშვილი.

კომენტარები
იტვირთება...