ნათია მეზვრიშვილი: ყველაფერი კეთდება რომ 15 ივლისამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდეს

“ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ 15 ივლისამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება მოხდეს”-საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა “კურიერთან” განაცხადა რომ ყველა შეზღუდვა ქვეყანაში ერთდროულად ვერ მოიხსნება.

მეზვრიშვილი აცხადებს, რომ მიმდინარეობს მსჯელობა, თუ რომელი ტიპის ტრანსპორტი ამუშავდეს პირველი.

“სამწუხაროდ, არასწორად იქნა ინტერპრეტირებული მთავრობის დადგენილებაში მითითებული 15 ივლისი. პროცედურულად სხვაგვარად შეუძლებელი იყო, მოგეხსენებათ, რომ კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო 15 ივლისამდე მოქმედებს და შესაბამისად, უფრო ადრე ან უფრო გვიან ვერ ჩაიწერებოდა. რა თქმა უნდა, შეიძლება 15 ივლისამდე გაიხსნას ტრანსპორტი, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი მდგომარეობა გვექნება. რეალურად, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შესაბამისი რეკომენდაციები შევიმუშაოთ, მხოლოდ ტექნიკურად მზაობა საკმარისი არაა, საჭიროა შესაბამისი რეკომენდაციები”-ამბობს მეზვრიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად