ნათია მეზვრიშვილი პრემიერ გიორგი გახარიას აპარატს უხელმძღვანელებს

შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას აპარატს უხელმძღვანელებს.

მეზვრიშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ჭოლაძე შეცვალა.

ნათია მეზვრიშვილის ბიოგრაფია:
2002-2006წწ. – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (ბაკალავრის ხარისხი); 2006-2008წწ. – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (მაგისტრის ხარისხი); 2016-2017წწ. – ცინცინატის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, აშშ, ოჰაიო (მაგისტრის ხარისხი LLM).

2006-2007წწ. თბილისის საქალაქო სასამართლო, სტაჟიორი; 2007-2009წწ. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურა, პროკურორი; 2009 წელს საქართველოს მთავარი პროკურატურა, საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორი;

2009-2010წწ. საქართველოს მთავარი პროკურატურა, ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორი; 2010-2012წწ. საქართველოს მთავარი პროკურატურა, შს სამინისტროს რეგიონულ ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი;

2012-2013წწ. საქართველოს მთავარი პროკურატურა, სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსი; 2013 წელს საქართველოს მთავარი პროკურატურა, იურიდიული სამმართველოს უფროსი;

2010-2015წწ. მიწვეული ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში; 2012 წლიდან მიწვეული ლექტორი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 2014 წლიდან ასისტენტ-პროფესორი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში;

2013 წლიდან საქართველოს მთავარი პროკურატურა, საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი; 2017 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.

წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი: police.ge

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად