ნათია მეზვრიშვილი: პანიკის საფუძველი არ არსებობს – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ ვაპირებთ

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად, ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლს ექვემდებარება და მართვადია, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

“დღეს გამოვლენილი და დადასტურებულია კორონავირუსის 218 შემთხვევა. სამწუხაროდ, გარდაიცვალა 2 მოქალაქე. გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად ჩვენ დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაცია ჯერ კიდევ ექვემდებარება კონტროლს და მართვადია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და მკაცრი შეზღუდვები, რის შიშები მეწარმეებს, ეკონომიკურ სუბიექტებს აქვთ, ამას არ ვაპირებთ. მიზნობრივი და წერტილოვანი შეზღუდვები რეგიონებში შეიძლება იყოს გამოყენებული და ეს დამოკიდებული კონკრეტულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ამა თუ იმ რეგიონში, რაზეც საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად