ნათია მეზვრიშვილი: აჭარაში საღამოს ათი საათიდან რესტორნები აღარ იმუშავებენ

აჭარის რეგიონში საღამოს 22:00 საათიდან რესტორნები აღარ იმუშავებენ. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე განაცხადა.

„აჭარაში დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, გარკვეული შეზღუდვების დაწესების აუცილებლობაა. ხვალ 22:00 საათიდან რესტორნები აღარ იმუშავებენ, დაწესდება შეზღუდვა, ხვალიდან აჭარის რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად გაჩერდება. 22:00 საათიდან ხვალ რესტორნები იკეტება აჭარაში, რაც იმას ნიშნავს, რომ დღის განმავლობაში რესტორნები მუშაობს. ხვალ 22:00 საათიდან მთლიანდ არ იკეტება, დღის განმავლობაში მუშაობს. ვადასთან დაკავშირებით შემდეგ მოგახსენებთ“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად