ნათია მეზვრიშვილი: არ ვთვლი, რომ ვინმესთან ალიანსი გვჭირდება, მითუმეტეს “ნაცმოძრაობასთან”

ნათია მეზვრიშვილი: არ ვთვლი, რომ ჩვენ პარტიას სჭირდება ვინმესთან ალიანსი, მითუმეტეს ნაციონალურ მოძრაობასთან, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

“არ ვთვლი, რომ ჩვენ პარტიას სჭირდება ვინმესთან ალიანსი, მითუმეტეს ნაციონალურ მოძრაობასთან, რომელსაც არც და ვერც განვიხილავთ. თბილისსა და რეგიონებში ჩვენი კანდიდატები გვეყოლება. ჩვენ უსაგნო დისკუსიებში დასაკარგი დრო არ გვაქვს, ამიტომ, გავედით უკვე რეგიონებში. სანამ ზოგიერთი პარტია მოლაპარაკებებით და დისკუსიებით არის დაკავებული, ჩვენ უკვე მოქმედებაზე ვართ გადასული და ამან კონკრეტული შედეგი უნდა გამოიღოს”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...