ნათია მეზვრიშვილი: ამნისტიის მიიღებით “ოცნების” უპასუხისმგებლობამ პარლამენტზე შტურმს მწვანე შუქი აუნთო

ამნისტიის მიიღებით “ოცნების” უპასუხისმგებლობამ პარლამენტზე შტურმს მწვანე შუქი აუნთო, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” განაცხადა.

“20 ივნისს რამ გამოიწვია შტურმი, ამ კითხვაზე პასუხი სასამართლოს უნდა გაეცა, მაგრამ “ქართული ოცნების” უპასუხისმგებლობამ საქმე იქამდე მიიყვანა, რომ დღეს ვიღებთ ამნისტიას. ეს საკითხი რჩება პასუხისმგებლობის მიღმა და ამ ქვეყანაში მწვანე შუქი ენთება პარლამენტზე, სახელმწიფო ინსტიტუციაზე შტურმს “ქართული ოცნების” ხელისუფლების ამ ქმედებებით”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...