ნათია მეზვრიშვილი: 20 ივნისს პოლიციის მოქმედება ლეგიტიმური იყო, შტურმის მონაწილეები პარლამენტში ფანჯრიდან შევიდოდნენ

20 ივნისს პოლიციის მოქმედება ლეგიტიმური იყო, შტურმის მონაწილეები პარლამენტში ფანჯრიდან შევიდოდნენ, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” განაცხადა.

“20 ივნისს ლეგიტიმური იყო ის მოქმედება, რომელიც პოლიციამ განახორციელა. როდესაც დაინახა პოლიციამ, რომ პოლიციელებზე შტურმი ხორციელდებოდა, ათეულობით პოლიციელს კორდონიდან იტაცებდნენ.

გარეთ რომ იდგა სპეცრაზმი, ეს მათ [ქართულმა ოცნებამ] ჩაგვითვალეს შეცდომად, თორემ ამასაც თავისი მიზეზები ჰქონდა. გარეთ რომ არ მდგარიყო სპეცრაზმი, ის ადამიანები, რომლებიც შტურმს ახორციელებდა, შეიძლებოდა პარლამენტში შესულიყვნენ. ბევრი შესაძლებლობა იყო ამისთვის, მათ შორის ფანჯრებიდან. იმ ადამიანებმა ძალიან რომ გააპროტესტეს ბრალი დაგვდესო, თითქოს იქ არ ვიყავითო, ძალიან კარგად იციან იქ რა ხდებოდა.

კობახიძისგან განსხვავებით გახარიამ აიღო თავისი პასუხისმგებლობა და დღემდე ამ პასუხისმგებლობაზე საუბრობს. ასევე ოპოზიციის იმ ლიდერებისგან განსხვავებით, რომლებსაც პასუხისმგებლობა დღემდე არ აუღიათ და დაზარალებულებს არიან ამოფარებულები”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...