ნათია მეზვრიშვილი: 20 ივნისს მომიტინგეები პილიციელებს კორდონიდან იტაცებდნენ

პარტია “საქართველოსთვის” წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა 20 ივნისის მოვლენებზე “ფორმულას” ეთერში ისაუბრა, მისი თქმით, ცალკეული პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას, მიტინგის დაშლის დროს, ადგილი ჰქონდა.

“ჩვენ არასოდეს არ გვითქვამს, რომ გავრილოვის ჩაჯდომა პარლამენტის თავმჯდომარის სკამში არ იყო შეცდომა. ამ ფაქტით გამოწვეული პროტესტი, ჩვენ ვთქვით რომ იყო გულწრფელი. ეს გულწრფელი პროტესტი გადაიზარდა ზოგიერთი პოლიტიკოსის უპასუხიმსგებლო შტურმში. ჩვენ ვთქვით, რომ ეს იყო შტურმი, მაგრამ ის პოლიტიკოსები რომლებიც ამ შტურმში მონაწილეობდნენ არასოდეს ამისთვის შტურმი არ დაურქმევიათ და პასუხისმგებლობა არ აუღიათ.

ნუ წარმოვაჩენთ ისე, თითქოს პოლიციას არ ჰქონდა იმ ღამეს მოქმედების ვალდებულება და თითქოს პოლიცია არ მოქმედებდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. პოლიციას, როდესაც დაიწყო სპეციალური საშუალებების გამოყემება, ამისი ლეგიტიმური საფუძველი ჰქონდა.ამას ჩვენ კი არ ვამბობთ, ამას ამბობს საქართველოში მოღვაწე ყველა არასაჯღავრობო ორგანიზაცია.

2 საათი პოლიცია შტურმს იტანდა შიშველი ხელებით, ამ დოროის განმავლობაში, როცა შტურმი მიმდინარეობდა, კორდონოდან იტაცებდნენ პოლიციელებს მომიტინგეები, ტელევიზიით ვნახე.

ანუ ძალია გამოყენება, ნებისმიერი სპეციალური საშუალების გამოყენება, რაც თანმიმდევრულად იყო გამოყენებული. ჩვენ დავიწყეთ ნაკლებად დამაზიანებელი საშუალებების გამოყენება, ისე როგორც ამას პოლიციის შესახებ კანონი მოითხოვს.

რა მნიშვნელობა აქვს ვინ მიიღო მიტინგის დაშლის გადაწყვეტილება? უკანონო იყო?

ამ პროცესში როდესაც პოლიცია თავის უფლებამოსილებას ახორციელებდა დიახ, იყო ცალკეულო შემთხვევები უფლებამოსილების გადამეტების. ჩვენ ცალკეული ადამიანები დავსაჯეთ დისციპლინურად, ზოგიერთ მათგანზე დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა პირველად მიტინგების ისტორიაში”,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...