ნათია კაპანაძე: საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი სერიალებზე და მულტფილმებზე უნდა იდგას?!

„ზოგადი მაჩვენებელი ამბობს, რომ მიგრაცია შეინიშნება საერიალებისა და მულტფილმების მაყურებლების მხრიდან“, – ასე გამოეხმაურა საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ გენერალური დირექტორი ნათია კაპანაძე სამეურვეო საბჭოს წევრის განცხადებას იმაზე, რომ ტელეკომპანიის რეიტინგი მკვეთრად დაეცა.

კაპანაძე ამბობს, რომ კითხვის ნიშანი ჩნდება იმასთან დაკავშირებითაც, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი სერიალებსა და მულტფილმებზე უნდა იდგას თუ არა.

„ზოგადი მაჩვენებელი ამბობს, რომ მიგრაცია შეინიშნება საერიალებისა და მულტფილმების მაყურებლების მხრიდან. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ 50 და 30%-ით ნაკლები აქვს აჭარის ტელევიზიას შეძენილი მექანიკური პროდუქცია. თავის მხრივ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მიდგომა, საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი უნდა იდგას თუ არა სერიალებზე და მულტფილმებზე. რა თქმა უნდა, ესეც მნიშვნელოვანი სეგმენტია, მაგრამ ვფიქრობ შინაარსობრივად დატვირთული გადაცემები არის საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი გამოწვევა“, – განაცხადა ნათია კაპანაძემ "ტვ 25"-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრმა ირაკლი დარცმელიძემ განაცხადა, რომ მაისში აჭარის ტელევიზია 17-ე ადგილზე იყო, ახლა მე-19 ადგილზეა, რაც შეეხება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს, მაშინ ტელევიზია მერვე ადგილზე იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...