ნათელლაშვილი: ივანიშვილმა გახსნას მოპარული მილიარდების ზარდახშა და თითოელ ოჯახს 1000-1000 ლარი დაურიგოს

ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი Facebook-ში წერს:

“გილოცავთ!!! ლეიბორისტებმა მაინც გავაკეთებინეთ კომუნალური გადასახადთა სამთვიანი ჩამოწერა.  დენი, გაზი, წყალი, დასუფთვება. მთავრობამ ბევრი კი იქნია ფეხები, ჩვენზე ცილისწამების ოკეანე გადმოასხა, დახოცა წერით საკუთარი ტროლ-ბოტები, მაგრამ ხალხს მაინც მიეცა გარკვეული შვება. თუმცა ეს არასაკმარისია.

ივანიშვილმა უნდა გახსნას მოპარული მილიარდების ზაედახშა დაურიგოს თვითეულ ოჯახს 1000 ლარი და საგანგებო რეჟიმისას ჩამოაწეროს საბანკო დავალიანებები. მადლობა ყველა პარტიას ვინც მხარს გვიჭერდა ამ საქმეშიც”, – წერს შალვა ნათელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს, რომლებიც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარენ, მარტში, აპრილსა და მაისში კომუნალური გადასახადი სრულად დაუფინანსდებათ. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა იმ ადამიანების იდენტიფიცირებასაც მოახდენს, ვინც სამსახური დაკარგა და დაეხმარება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად