ნათელაშვილის ულტიმატუმი ბიძინა ივანიშვილს: ირანთან 1 კვირაში სავიზო რეჟიმი დაწესდეს

ამის შესახებ “ლეობორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პარტიის ოფისში, ბრიფინგზე განაცხადა.

„ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი ქვეყნა გახდა არამარტო რუსული აგრესიის და ოკუპაციის მსხვერპლი, არამედ ის იქცა დემოგრაფიული ირანიზაციის სივრცედ. ასეულათასობით ირანელი მიგრანტი უკვე დაფუძნებულია საქართველოში. საკმარისია რეგიონში მსხვილმასშტაბიანი ომი და ეს 100 000 იქცევა მილიონად, რის შედეგადაც საქართველოსგან დარჩება მხოლოდ და მხოლოდ მოგონება და ყველაფერ ამის სათავეში, სამწუხაროდ და საუბედუროდ დგას ოლიგარქი ივანიშვილი, თბილისის მერი კალაძე, მათი ამფსონი დეპუტატები ოდიშარია-წულაია, მმართველის დეიდაშვილი მამაცაშვილი, რომლებსაც სამშენებლო ბიზნესის ამ სახლის გაყიდვის, კორპუსების წამოჭიმვისთვის სჭირდებათ კლიენტურა, რაც ნახეს სწორედ ირანულ ბაზარზე, რისთვისაც დაწესდეს უვიზო რეჟიმი ამ ქვეყანასთან, მაშინ როდესაც ყველა ოდნავ ნორმალური სახელმწიფო ერიდება საზღვრების გახსნას ირანისათვის. რადგან იქ მაცხოვრებელი 85 მილიონი ადამიანიდან მიმდინარე კრიზისების გამო ყოველი მეორე ოცნებობს ემიგრანტობაზე და პირველ რიგში იმაზე, რომ მოაკითხოს დედამიწის ოაზის, მათ მეზობლად, აქვე საქართველოს.
მე ულტიმატუმს ვაძლევ ბიძინა ივანიშვილს. 1 კვირაში, მომავალ შაბათს, აგერ 13 :15 წუთამდე ირანთან დაწესდეს სავიზო რეჟიმი.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ დავსვამთ საკითხს ვაშინგტონში, რათა ივანიშვილი, კალაძე, მამაცაშვილი, ოდიშარია, წულაია მოექცნენ ანტი ირანული სანქციების ფარგლებში. მით უფრო, რომ ამ დანაშაულებრივმა ჯგუფმა უკვე დააკავშირა ირანის და რუსეთის ელექტრო სისტემები ერთმანეთს, რის გამოც გადათხარეს, იავარქნეს და დაანგრიეს თერგის და არაგვის ხეობები ელექტრო ბოძებით“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად