ნათელაშვილი: ზურაბიშვილმა ტოკიოში ისეთი ფეხი ჩაიტანა, ტაიფუნი ამოვარდა და გადაიდო ცერემონიალი

ამის შესახებ, ‘ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა “მთავარ აქცენტებში” საუბრსას განაცხადა, სადაც ის მიმდინარე დღეებში ატოცში განვითარებუ მოვლენებს გამოეხმაურა.

ნათელაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილის ატოცში ჩასვლის ნაცვლად, იაპონიაში იმპერატორის ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიაზე დასასწრებად გაემგზავრა

” ის პრეზიდენტად არჩეული ქალაბტონი გავარდა ნარუჰიტოს ინაუგურაციაზე ტოკიოში, ისეთი ფეხი ჩაიტანა, ტაიფუნი ამოვარდა და გადაიდო ცერემონიალი, ამასობაში ხვდება ტოჩინოშინს. ისიც შეაწუხა არ მოასვენა“,-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა გადაცემა “მთავარ აქცენტებში”.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იაპონიაში იმპერატორის, მისი უმაღლესობა ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიაზე დასასწრებად გაემგზავრა.

სალომე ზურაბიშვილი იაპონიაში ქართველ სუმოისტს ლევან გორგაძეს შეხვდა.

ამასთან, ცნობისთვის, როგორც 2 დღის წინ გახდა ცნობილი, რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებდნენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ.

ატოცში უკანონო ბორდერიზაცია ამ ეტაპზე შეჩერებულია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად