ნათელაშვილი: ვუყურებ ხაზარაძის პრეტენტაციას და მაგონდება კუნძულ ლამპიდუზაზე ახლად ჩამოყვანილი აფრიკელი ემიგრანტები

ვუყურებ ხაზარაძის პრეტენტაციას და მაგონდება კუნძულ ლამპიდუზაზე ახლად ჩამოყვანილი აფრიკელი ემიგრანტები,-ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“-ს დაფუძნებას.

“ვუყურებ ხაზარაძის პრეზენტაციას ანაკლიაში და მაგონდება ხმელთაშუა ზღვაში, კუნძულ ლამპიდუზაზე გემიდან ახლად ჩამოყვანილი, დასველებულ-აბაბანებულ-მობუზული აფრიკელი ემიგრანტები. უბრალოდ, ჰუმანიტარული დახმარების ბრიგადა აკლიათ”,-წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის სახელწოდება „ლელო“ იქნება. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში განაცხადა, სადაც მოძრაობის პრეზენტაცია გამართა.

„ჩვენ დღეს ვაფუძნებთ მოძრაობას. მოძრაობას, რომელსაც ექნება გუნდურობის, ექნება მიზნების მიღწევის, ექნება სიყვარულის, ერთობის, საქართველოს გამარჯვებაზე ორიენტირებული მიზანი“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...