ნათელაშვილი: “ვარდების რევოლუციას” მხარს უჭერდა სისხლისმსმელი პუტინი და დარეხვილი პატარა ბუში

ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა რუსთავი 2-ზე განაცხადა, კითხვაზე, თუ რა ალიანსს ხედავდა ის სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის.

“დასამალი არ არის და ეს ობიექტური რეალობაა, რომ “ვარდების რევოლუცია”, რომლითაც სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში 2003 წელს, დააფინანსა ბიძინა ივანიშვილმა. სამწუხაროდ, ამ პროცესს მაშინ მხარს უჭერდა სისხლისმსმელი პუტინი და დარეხვილი პატარა ბუში. ეს ალიანსია, აბა რა არის?!

შემდგომში, რეჟიმს აფინანსებდა ბიძინა ივანიშვილი, ძალიან კარგად ხედავდა, როგორ აწამეს სულხან მოლაშვილი, ძალიან კარგად იცოდა გირგვლიანის საქმე. ეს არის სისხლიანი ალიანსი.” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად