ნათელაშვილი: ცეზარ ჩოჩელმა, ომი რომ დაიწყო, ჭაღი ჩამოხსნა, მლეთაში 200 ძროხა გადარეკა და გამოიქცა

“ერთმა ხმამ შეიძლება გადაწყვიტოს კოალიციური მთავრობის ბედი და ქვეყნის ბედი” – განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა რუსთავი 2-ზე.

“მაგრამ “ნაციონალური მოძრაობის” თუ გაერთიანებული სიის მეორე ოცეულში ვხედავ ისეთ ყაჩაღს, როგორიც არის ცეზარ ჩოჩელი, რომელმაც ახალგორი წამოიღო, შეიძლება ითქვას. ომი რომ დაიწყო, თავისი ჭაღი მოხსნა, 200 ძროხა გადარეკა მლეთის ტყეში, ხალხი მიატოვა და გამოიქცა.

და აქ რომ ჩამოვიდა, წეროვანში, სადაც ახლა დევნილებია ჩასახლებული, ეს მიწა სახელმწიფოს მიჰყიდა 10 მილიონად და მანამდე ეს მიწა ხელში ჩაიგდო ერთ ლარად.”- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად