ნათელაშვილი: წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შექმნამდე ცოტაღა გვაკლია, გამოშიგნულია სასკოლო პროგრამები

ამის შესახებ, “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ფესიბუქ ჩართვის დროს განაცხადა, სადაც ქვეყანაში არსებული განათლების სისტემის დონის შესახებ საუბრისას განაცხადა.

“განათლების სისტემა იმ დონეზეა დეგრადირებული რომ ცოტა გვაკლია წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შექმნამდე, რაც თავის დროზე, იაკობ გოგებაშვილმა, ილია ჭავჭავაძემ და “თერგდალეულებმა” გააკეთეს და დაიწყო ქართველი ერის ინტელექტუალური განვითარების ახალი ეტაპი. დღეს ეს შეფერხდა.

გამოშიგნულია სასკოლო პროგრამები, არამარტო საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, ლიტერატურა. იაკობ გოგებაშვილის “დედა ენას” რომ გაიტან სკოლიდან და მის მაგივრად შეიყვან აყუნას და ბაყუნას..”,-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად