ნათელაშვილი: თუ პროპორციულ სისტემას ჩააგდებენ, ჩვენ დავამთავრებთ ამ პრორუსულ რეჟიმს

ამის შესახებ, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ნათელაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება პროპორციულ სისტემას ჩააგდებს ან არჩევნებს გააყალბებს, ნათელაშვილი ხელისუფლების ოპონენტებს მოუწოდებს, ხელი მოაწერონ მემორანდუმს, რომლის თანახმად, ოპოზიცია წინასწარ აიღებს ვალდებულებას დაიწყონ აქციები “ქართული ოცნების” მთავრობის წინააღმდეგ.

“მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვინც არ ფინანსდება და არ იმართება ოლიგარქისგან. ხელი მოვაწეროთ მემორანდუმს და ავიღოთ ვალდებულება, რომ თუ პროპორციული სისტემა ჩააგდეს ან გააყალბეს არჩევნები, ჩვენ გამოვალთ ქუჩაში და დემოკრატიულად დავამთავრებთ ამ პრორუსულ, ოლიგარქიულ-დიქტატორულ რეჟიმს,” – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად