ნათელაშვილი: შევაზანზაროთ, 9 ბალიანი მიწისძვრა მოვუწყოთ საკაცობრიო მარაზმს სოლოლაკში რომ ზის

“არჩევნებამდე უნდა მოხდეს ისეთი მიწისძვრა ივანიშვილის რეჟიმის ფეხქვეშ, რომ მისგან არაფერი დარჩეს”,- ამის შესახებ, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გადაცემა “არჩევანში” საუბრისას განაცხადა.

შალვა ნათელაშვილი თვილს რომ ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ყიდის და ხალხს ლუკმა-პურს ართმევს.

“ჩვენ უნდა გავიდეთ ქუჩაში არჩევნებამდე რაც შეიძლება ადრე, შევაზანზაროთ, 9 ბალიანი მიწისძვრა მოვუწყოთ ამ საკაცობრიო მარაზმს( ბიძინა ივანიშვილს) სოლოლაკში რომ ზის, დაგვცინის, გვიყიდის სამშობლოს და გვართმევს ლუკმა-პურს,” – ამბობს შალვა ნათელაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...