ნათელაშვილი: შევარდნაძის უდიდესი შეცდომა ივანიშვილ-პატარკაციშვილის ქვეყანაში მოწვევა იყო

ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა “ტვ პირველის” გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.

“ყველაზე დიდი შეცდომა ქართული პოლიტიკური გონის, ამ შემთხვევაში ედუარდ შევარდნაძის… ახლა მე გადაკიდებული არ ვარ, მით უმეტეს მიცვალებულზე, ეხლა იქ მაოხრებლის პრონციპით, მაგრამ პოლიტიკოსის საქმენი მისი სიკვდილის შემდეგაც აგრძელებენ არსებობას”, – აღნიშნა ნათელაშვილმა.

გადაცემის წამყვანმა მას შეახსენა, რომ თავის დროზე ბიძინა ივანიშვილს პრემიერ-მინისტრობას სთავაზობდა, რაზეც ნათელაშვილის პასუხი ასეთია:

“ერთადერთი განცხადება გავაკეთე და შევთავაზე ჩემი პრეზიდენტობის ქვეშ მუშაობა. რა თქმა უნდა, ძალიან კარგად ვიყავი დარწმუნებული, რომ ის ამას არ გააკეთებდა, მაგრამ ეს იყო ტაქტიკური ნაბიჯი იმისათვის, რომ ტაქტიკურად გამენეიტრალებინა მისი მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც მეორე ვადით ხდებოდა პრეზიდენტი. არავინ გვერდით აღარ ედგა, ამის გარდა. გააპრეზიდენტა და დაელოდა, მეორე ვადა როდის ამოეწურებოდა და მერე მთლიანად ჩაიგდო ხელში სახელმწიფო.

ამას ვამბობ ზუსტად, რომ ყველაზე დიდი შეცდომა პატარკაციშვილის და ივანიშვილის საქართველოში მოწვევა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბადრი ბევრად ღირსეული პიროვნება იყო ივანიშვილზე. გაღატაკებული ქვეყანა და დიდი ფული და ორი ოლიგარქი, რომლებიც დაინტერესებულები იყვნენ პოლიტიკით. დაიწყო პოლიტიკური სპექტრის მოსყიდვა, დაიწყო ინტელიგენციის მოსყიდვა, სპორტსმენების მოსყიდვა, დაიწყო გაბერწებული არტისტების მოსყიდვა”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად