ნათელაშვილი “საზმაუს” ჟურნალისტს: თქვენი ბორდი 20 – 20 ათასლარიან ხელფასებს იღებს – ამას არ იმსახურებს! (ვიდეო)

ასე მიმართა “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ჟურნალისტის, ანა ბროლაძეს.

„საზმაუს“ ჟურნალისტი: თქვენ საუბრობდით რომ გიგი უგულავა იყო ოპოზიციის დამრბევი, დიდი ფული „შეჭამა“, რაც მის სისხლის სამართლის საქმეში კარგად ჩანსო. ეს 2017 წელს თქვენი ნათქვამი სიტყვებია. როდის შეიცვალეთ პოზიცია უგულავასთან დაკავშირებით?

შალვა ნათელაშვილი: ჩემო ძვირფასო მეგობრებო, როდესაც ადამიანი გახდება დევნილი, პოლიტიკური პატიმარი და რეპრესირებული, მასზე ვინ რას ამბობდა გუშინ ამას არავითარი მნიშვნელობა არც ისტორიულად, არც პოლიტიკურად, არც ზნეობრივად არ აქვს.
გუშინ იყო ასე, დრეს არის ისე, ხვალ ზეგ თუ იქნება სხვანაირად შეფასებაც იქნება სხვანაირი.
საკმარის პრემიერს გამოგიწერენ თქვენ ტელევიზიებს, ღმერთმა მეტი მოგცენ.
„საზმაუს“ ჟურნალისტი: რა შუაში ჩემს კითხვასთან პრემიერი?

შალვა ნათელაშვილი: თქვენ ხომ სახელმწიფო დაფინასებაზე ხართ? პრემია იმ შუაში რომ თქვენ გეკუთვნით უფრო მეტი ხელფასი და პრემია, ვიდრე გაქვთ. ბევრს მუშაობთ და თქვენი ბორდი 20 – 20 ათასლარიან ხელფასებს რომ იღებს ამას არ იმსახურებს. თქვენ იმსახურებთ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად