ნათელაშვილი: საპატრიარქოში რაც ხდება მტკივნეულია, მაგრამ არა ტრაგიკული

“ეკლესიას ვერავინ ვერაფერს დამართებს. ეკლესიის ბჭენი აუღებელი”,- ამის შესახებ, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა, სადაც საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

“დღეს ჩვენ რეალურად გვაქვს პოლიტიკური ბრძოლის გადატანა საპატრიარქოს რეალობაში. ეს წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ეს იყო მაშინ, როდესაც 90-იან წლებში ხელისუფლება დაემხო, საპატრიარქომ დაიკავა ნეიტრალური პოზიცია ეს გვახსოვს. ედუარდ შევარდნაძის გაძლიერება, ხალხის დაჩოქება. იგივე ვთქვათ მოსუქება მეუფეების.

უდიდეს პატივისცემას ვადასტურებ ბერ-მონაზვნების მიმართ. საბედნიეროდ ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ასეთი ღვთისმსახური, რომელიც ცისკრის ვარსკვლავიდან იწყებს ლოცვას ერის და ქვეყნისბედნიერებაზე…

ეკლესიას ვერავინ ვერაფერს დამართებს. ეკლესიის ბჭენი აუღებელია. ქრისტიანობა, მართმადიდებლობა შეურყეველია ჩვენი ხალხის გულში. რა თქმა უნდა მტკივნეულად უნდა შევხედოთ იმას რასაც ხდება, მაგრამ არა ტრაგიკულად, არ დამთავრდა სამყარო და მეორედ მოსვლაა”,-ამბობს ნათელაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად