ნათელაშვილი: სააკაშვილს და ბოკერიას რომ არ დავისვამ უფროსად ეჭვი გეპარებათ?!

” მთავრობას კი არ შევუქმნი ოპოზიციას, მე შევქმნი მთვრობას ოპოზიციის მონაწილეობით”,-ამ კითხვით მიმართა, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა “მთავარი არხის” წამყვანს, ეკა კვესიტაძეს სადაც 2020 წლის არჩევნებზე ისაუბრეს.

” მთავრობას კი არ შევუქმნი ოპოზიციას, მე შევქმნი მთვრობას ოპოზიციის მონაწილეობით. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს და “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას რომ არ დავისვამ უფროსად ეჭვი გეპარებათ? ეს რომ მდომოდა ადრე გავაკეთებდი. მანდატებზე აწკმუტუნებულები და კარიერიზმზე კი არ ვართ. პოლიტიკაში იმიტომ ვარ, რომ ჩემი სიცოცხლე მოვიტანე აქ, ჩემი პირადი ცხოვრება მოვიტანე, ბიოგრაფია და ოჯახი მოვიტანე მსხვერპლად”,-ამბობს ნათელაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად