ნათელაშვილი: ”რუსთავი 2” კი არა, CNN და BBC რომ ჩაიგდოს ხელში ივანიშვილმა, მას მაინც არაფერი ეშველება

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი Facebook-ის გვერდზე “რუსთავი 2”-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

“თავიდანვე ავღნიშნავ,რომ “რუსთავი-2” კი არა, “სი- ენ- ენ”-ი და “ბი-ბის-იც” რომ ჩაიგდოს ხელში ბიძინა ივანიშვილმა, მას მაინც არაფერი ეშველება, რადგან ხალხის გულიდან იგი საბოლოოდ ამოღებულია. რაც შეეხება ევროპის სასამართლოს, იქ დღეს გადამწყვეტი როლი ითამაშა ცნობილმა, შეკვეთებზე მომუშავე მოსამართლე ლადო ჭანტურიამ, რომელიც იქ შეუშვა ივანიშვილმა, ფაქტობრივად ფულის ჩამომტარებლად.

ქრთამი ჯოჯოხეთს კი არა მარტო, როგორც სჩანს, ევროპის სასამართლოსაც ანათებს. რა თქმა უნდა, აქ გადამწყვეტ როლს ითამაშებდნენ, ასევე ევროპის პროპუტუნისტური ქვეყნებიდან წარდგენილი მოსამართლეებიც”,-წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

დღეს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...