ნათელაშვილი: რა არის ეს ცხოვრება, 20 ივნისს, მე, ბოკერია და უგულავა ხალხს ვაწყნარებდით, თავს ურტყამდნენ პარლამენტის სვეტებს

ან უცნობი ხალხი როგორ მოილაპარაკებდა, რომ გადატრიალება მოეწყოთ”,- ამის შესახებ, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა მთავარი არხის ეთერში 20 ივნისის მოვლენების შესახებ საუბრისას განაცხადა.

“რა არის ეს ცხოვრება მართლა… გულში მეცინებოდა სევდიანად, იმ 20 ივნისის ღამეს, გვერდიგვერდ ვიდექით მე, ბოკერია და უგულავა და ხალხს ვაწყნარებდით, რომლებიც გამწარებულები თავს ურტყამდნენ პარლამენტის სვეტებს…. ან უცნობი ხალხი როგორ მოილაპარაკებდა, რომ გადატრიალება მოეწყოთ, უცბად. ან პარტიები, რომლებსაც ერთმანეთის ატანა არ აქვთ, როგორ შეთანხმებოდნენ უცბად, რომ გადატრიალება მოეწყოთ. ეს არის აბსოლუტურად პოლიტიკური რეპრესია, პოლიტიკური დევნა.”,-ამბობს ნათელაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად