ნათელაშვილი: ოპოზიციურმა ძალებმა ივანიშვილის რეჟიმი თუ არ დავამთავრეთ სამოთხეში ვერ მოვხვდებით

“ვერცერთი ვერ მოვხვდებით სამოთხეში და სად მოვხვდებით, ეშმაკმა იცის”,-ამის შესახებ, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გადაცემა “არჩევანში” საუბრისას განაცხადა.

“თუ დღევანდელმა ოპოზიციურმა ძალებმა, ვისაც ამაზე აქვს პრეტენზია, არ დავამთავრეთ ივანიშვილის რეჟიმი, მჩაგვრელი, ბოროტული, ცრუ, გამაღატაკებელი, ჩვენ ვერცერთი ვერ მოვხვდებით სამოთხეში და სად მოვხვდებით, ეშმაკმა იცის და მე მგონი, ჯოჯოხეთი აქ გვექნება და გვაქვს უკვე. უნდა ვთქვათ, რომ ივანიშვილმა სახელმწიფო იყიდა, თავის ამომრჩევლებიანად, ინსტიტუტებიანად. 3% მოსახლეობისა ითვისებს ხალხის ქონებას და ლუკმას.”,-განაცხადა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...