ნათელაშვილი: “ნაციონალური მოძრაობის” დაბრუნება სისხლის გუბეებს დააყენებს ქუჩაში

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი გადაცემა „არჩევანში“ GFK-ს კვლევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგ ვერ ავუვლიდით გვერდს, რადგან ის 9 წელი იყო ხელისუფლებაში, თუმცა მისი თქმით, მათი ხელისუფლებაში დაბრუნება სისხლის გუბეებს დააყენებს ქვეყანაში და ეს ხალხმა კარგად უნდა გააცნობიეროს. 

''ნაცმოძრაობა", გარკვეულწილად, 9 წელი ხელისუფლებაში იყო და შესაბამისად, ვერ ავუვლით გვერდს მის რეიტინგულ მდგომარეობასაც ამ დოკუმენტში. ჩვენს ხალხს შესანიშნავად ესმის, რომ "ნაციონალების" დაბრუნება, სისხლის გუბეებს დააყენებს ქუჩაში. ჯერ „ნაციონალები“, როცა ზენიტში იყვნენ და სიყვარულით იყვნენ გარემოსილნი და ყველა ტაშს უკრავდა, მაშინ იყვნენ სასტიკნი და თქვენ წარმოიდგინეთ ახლა, გამწარებულნი და ხელისუფლებადაკარგულები ზოგი ოდესაში, ზოგი ციხეში, დაბრუნდნენ აქ, რა ამბავს დაატრიალებენ?! კარგი ჩავთვალოთ, რომ გახდნენ უწმინდესი კრავები, რაც შეუძლებელია. მათი დაბრუნება ხელისუფლებაში, რუსეთთან გარდაუვალი ომია! ამას თუ ვერ ხვდება მისი გულწრფელი მხარდამჭერები ეს შეუძლიათ გააცნობიერონ დარჩენილ შვიდ კვირაში, უპრობლემოდ ყველაფერი გაირკვევა.

"ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ისტორიის კუთვნილებაა, მათი ხელისუფლებაში დარჩენა ან დაბრუნება გამორიცხულია, ამიტომ ჩვენი დღევანდელი ლოზუნგი, ყველა ქართველის სახელმძღვანელო თეზისი უნდა იყოს ის რომ გავუშვათ "ქოცები" და არ მოვუშვათ "ნაცები", აი აქ დევს საქართველოს გადარჩენის ფორმულა და ჩვენ ამას მივაღწევსთ ყველა დასაშვები საშუალებით“, – განაცხადა ნათელაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად