ნათელაშვილი: მოვუწოდებ პარლამენტის ოპოზიციას, დაიწყეთ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა

“ლეიბორისტული პარტია“ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას მოითხოვს.

ამის შესახებ პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა და განმარტა, რომ ამის მიზეზი სალომე ზურაბიშვილის მიერ დავით გარეჯთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებია.

შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ დავით გარეჯში, ვითარების დაძაბვას პროვოცირება საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი განცხადებებით გაუკეთა.

„როგორც მოგეხსნებათ, კვლავ მძიმე ვითარებაა დავით გარეჯში. უცხო ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს აღდგომის ტაძრის ჩიჩხიტურის, ბერთუბნის მონაკვეთები და იქ გადაადგილდება, პრაქტიკულად, შეზღუდულია. ახალ ამას შეგვიძლია დავარქვათ ოკუპაცია, წართმევა, მითვისება, მიტაცება, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება.

ამ წუთისთვის, დავით გარჯის აღნიშნული მონაკვეთი, ჩვენი იურისდიქციის ქვეშ არ არის. ყველაფერ ამ ტრაგედიაში მაპროვოცირებელი როლი საუბედუროდ, შეასრულა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ივანიშვილ-ალიევის რეჟიმთან და მოსკოვთან საერთო შეთანხმებით. როდესაც მან გააკეთა არა ერთ მაპროვოცირებელი განცხადება, საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პრობლემებზე, რაც არ იყო მისი კომპეტენცია და ეს მას შესანიშნავად მოეხსენებოდა. შესაბამისად, ასეთი გადაცდომები არ შეიძლება დარჩეს დაუსჯელი.

მე მოვუწოდებ პარლამენტის ოპოზიციურ სეგმენტს, დაიწყეთ იმპიჩმენტი, გადაყენების პროცედურა, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ და ხალხს პირობას ვაძლევთ, რომ ახალი პარლამენტის არჩევისთანავე, ეს პროცესი დამთავრდება წარმატებით და ჩვენ ამგვარ პრეზიდენტს სამუდამოდ მოვიცილებთ თავიდან,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად