ნათელაშვილი: მოვუწოდებ ოპოზიციაში გადასულ ბანკირებს, გადაუხადეთ მსოფლიო მედიას და აჩვენებინეთ ოკუპაცია

ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა:

“გუგუტიანთკარში კილომეტრ-ნახევარი გამყოფი ხაზი ისე გაევლო, რომ ტრადიციულად მსოფლიოს ფაქტობრივად არაფერი გაუგია.ალბათ ეჭვიც არავის ეპარება, რომ იქ და არა მარტო მაგ სოფელში ივანიშვილის თანხმობით გაგრძელდება ოკუპაციის დაუსჯელი პროცესი.

მე მოვუწოდებ ამ მილიარდერ, ოპოზიციაში გადასულ ყველა ბანკირ-ოლიგარქს – ქენით ერთხელ ეროვნული საქმე, გადაუხადეთ “სი-ენ-ენ”-ს, “ბი-ბი-სი”-ს სხვა მსოფლიო მედიას და გადაღობვის პროცესი აჩვენებინეთ პირდაპირ ეთერში მთელი მსოფლიოს დასანახათ. დადგან იქ მუდმივი კამერა.ნახავთ როგორ დაიმალებიან იქიდან ოკუპანტები. დამერწმუნეთ ეს მეტ ეფექტს მოგცემთ პირადადაც ვიდრე თქვენს მიერ მილიონების დარიგება საშოვარზე ამხედრებულ პარტიებზე ექსპერტებზე, ცნობილ სახეებსა და სხვა პოლიტ-პრასტიტუტკებზე”, – წერს შალვა ნათელაშვილი Facebook-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...