ნათელაშვილი: მოვუწოდებ ივანიშვილს, თავი დაანებოს გამომძალველი რამიშვილებით პროვოკაციებს

დღეს გმირ სამას არაგველთა ხსენების დღეა. დაე, მათი თავგანწირვა იყოს ლამპარი იმ დიდი გამარჯვებისათვის, რომელიც ჩვენ ქვეყანას ელოდება 8 ოქტომბერს გამარჯვება რეჟიმზე, გამარჯვება გველეშაპზე და ჩვენ ამას აუცილებლად ერთად მივაღწევთ, – განაცხადა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა რუსთავში ამომრჩეველთან გამართულ შეხვედრაზე.

მან ასევე შეაფასა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესმენებთან გამართული შეხვედრა.

"დღეს გამოდიოდა რა ბიზნესმენთა შეკრებაზე, ბიძინა ივანიშვილმა ჩვენს ხალხს კიდევ ერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა და მათ აზროვნების ნაკლოვანება დააბრალა. ჩვენ რუსთავიდან ვპირდებით ივანიშვილს, რომ 8 ოქტომბერს ვაჩვენებთ, ვინ არის ნაკლოვანი აზროვნების, 8 ოქტომბერს წაიკითხავს ის ჩვენი გმირი და ბრძენი ხალხის განაჩენს დაწერილს მის წინააღმდეგ.

მე მას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, დანებდეს ხალხის ნებას, თავი დაანებოს იაფფასიან პროვოკაციებს გამომძალველი რამიშვილების და სხვა ასეთი კატეგორიის დაქირავებას ჩვენს წინააღმდეგ. ბინძური პიარისა და ბინძური ცილისწამებისათვის ხალხს არ სჯერა ჩვენს წინააღმდეგ ივანიშილის მიერ მართული ჭუჭყიანი კამპანიისა და ტყუილად ხარჯავენ ნერვებს, მილიონებით თანხებს და სატელევიზიო ეთერს. ლეიბორისტული პარტია 8 ოქტომბერს გაიმარჯვებს და ეს არის განაჩენი ამ რეჟიმის და ამ გამარჯვებას ვერ შეაჩერებს ვერანაირი პიარკამპანია, ცილისწამებები და ბოროტების ნიაღვარი", – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ჩვენ ვიმყოფებით სამრეწველო დედაქალაქში რომელიც ჩვენი პასპორტია მსოფლიო არენაზე ჩვენი ინტელექტის ტექნოლოგიების სიდიადის და ჩვენინსიძლიერის ასპექტით. ჩვენ ვიმყოფებით იმ ცნობილ ქიმიკოსთა კულტურის სახლთან სადაც 20 წლის წინ ლეიბორისტული პარტია დაიბადა ეს ასეცე უნდა ყოფილიყო. პარტია უნდა დაიბადოს იქ, სადაც არის მუსათა კლასი, სადაც არის ინტელიგენცია სადაც არის განეთლება, სადაც არის მებრძოლი ხალხი და სადაც თავმოყრილია მტელი საქართველოს ნაკრები ეს არის ჩვენი ულამაზესი რუსთავი. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...