ნათელაშვილი: მივმართე აშშ-ს დეპარტამენტს, რომ დაჩქარდეს ქონებრივი სანქციების პროცესი ივანიშვილის და პუტინის კლასტერის წინააღმდეგ

“დღეს მივმართე აშშ-ს სახელმიფო მდივანს და ფინანსთა მინისტრს, რომ დაჩქარდეს ბიძინა ივანიშვილის და პუტინის კლასტერის წინააღმდეგ ქონებრივი საქნიების დაწესების პროცესი”.

ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის ” ლიდერმა შალვა ნათლეაშვილმა  დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

შალვა ნათელაშვილის თქმით, როდესაც დადგა არჩევანი, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი დასავლეთი დადგებოდა ოლიგარქის მხარეს თუ ქართველი ხალხის მხარეს უთანასწორო ბრძლაში, დასავლეთმა “მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი აირჩია.”

“აღნიშნულზე პასუხი მოვისმინეთ ე.წ. პრემიერ-მინისტრის ბაგეთაგან, რომელმაც სენატორებს, კონგრესმენებს და ევროპარლამენტის დეპუტატებს პოლიტიკურად ანგაჟირებული ლობისტები უწოდა.დღეს მივმართე აშშ-ს სახელმიფო მდივანს და ფინანსთა მინისტრს, რომ დაჩქარდეს ბიძინა ივანიშვილის და პუტინის კლასტერის წინააღმდეგ ქონებრივი საქნიების დაწესების პროცესი”-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად