ნათელაშვილი მეუფე იაკობზე: საქმის გამრჩევია, ანაფორაში გადაცმული მხედრიონი!

“მეუფე პეტრე რომ გამოდის და გრძელ ენას ატლიკინებს მილიონი ლარის ენოთეკა აქვს”,-ამის შესახებ, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა, სადაც საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

“საპატრიარქოს იმიჯი და ეკლესიის დაზარალდა, რომელსაც სერიოზული რეამინაცია სჭირდება, სერიოზული რეფორმები. საჭიროა დაიწყონ ფიქრი საეკლესიო კრებაზე, სადაც დაიწყება რეფორმები, მსჯელობა კრიზისიდან გამოსაყვანად.

დღეს რაც ხდება, ეს არის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი კრიზისი, რომელიც შექმნა პირდაპირ სატანის მოციქულმა მამონამ-ბიძინა ივანიშვილმა. მოვიდა და იყიდა ყველა და ყველაფერი…

მეუფე პეტრე რომ გამოდის და გრძელ ენას ატლიკინებს მილიონი ლარის ენოთეკა აქვს მარტო. ღვინოების კოლექცია. ამ დროს  ხალხი შიმშილით იხოცება. უნდა განიწმინდონ ესენი! ერთმანეთს კი ნუ დააბრალებენ რაც ხდება, თავის თავს დააბრალონ. მეუფე იაკობიც საქმის გამრჩევია ჩვეულებრივი. ეს რა უბედურებაა?! ანაფორაში გადაცმული მხედრიონია! ვინ რას ეკთხება ვინ რას როდის ძალავდა?!…”,-ამბობს ნათელაშვილი.

შეგახსენებთ: მეუფე იაკობმა 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ მას პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით „ეჩალიჩებოდნენ“.

ამ საკითხზე საუბრისას მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ შეხვედრა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა, რომელსაც, მისივე თქმით, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ. აღნიშნული განცხადება მან 28 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ამასთან, მეუფე იაკობი 28 ოქტომბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსობიდან და საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიური საბჭოს თავმჯდომარეობიდან გადადგა.

საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს მართლა მოვაჭრი თავს, – ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა “მთავარ არხთან” განაცხადა.

“ფარცხალაძეს მართლა მოვაჭრი თავს. მე ვუთხარი ფარცხალაძეს, რომ მოვაჭრი თავს” – ამბობს მეუფე.

“მთავარი არხის” ინფორმაციით ბოდბელ მიტროპოლიტთან ინტერვიუ ქორეპისკოპოსობიდან გადადგომამდე 1 დღით ადრე ჩაწერეს..

მეუფე იაკობი ამბობს, რომ ოთარ ფარცხალაძე და უჩა მამაცაშვილი, მის მეგობარს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს რამაზ ნიკოლაიშვილს15 მილიონის მიტანას სთხოვდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად