ნათელაშვილი: მედიაში ივანიშვილის მოწინააღმდეგე ”რუსთავი 2”-ია, პოლიტიკაში – ”ლეიბორისტული პარტია”

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის ყველაზე შეურიგებელი მოწინააღმდეგე მასმედიაში “რუსთავი 2”-ია, ხოლო პოლიტიკაში “ლეიბორისტული პარტია”. ამის შესახებ მან “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

“ვინ არის ახლა ყველაზე შეურიგებელი მოწინააღმდეგე ბიძინა ივანიშვილის- მასმედიაში “რუსთავი 2” და პოლიტიკაში “ლეიბორისტული პარტია”, რა თქმა უნდა სხვა პარტიებიც, მაგრამ ჩვენ შუბლით მივდივართ. ამ პროცესში გამოინახება ერთი-ორი ხალვაში, სალია გარემობების მსხვერპლია. არავინ დაიჯეროს, რომ “რუსთავი 2”-ის შენარჩუნებას აპირებს. პუტინმა ეს გადაწყვეტილება ევროპულ სასამართლოს იმ მიზნით მიაღებინა, რომ “რუსთავი 2” დაიშალოს და მის ადგილას ააგონ ისეთი ტელევიზია, რომელსაც ჩვენ ვხედავთ “იმედს”, “მაესტროს, “პირველ არხს”,-აცხადებს ნათელაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...