ნათელაშვილი: მაკკეინის პანაშვიდზე არ ჩასვლით ხელისუფლებამ კიდევ ერთი სირცხვილი ჭამა

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე და პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი სენატორი ჯონ მაკკეინის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. სენატორი ჯონ მაკკეინი 25 აგვისტოს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

"წავიდა ჩვენგან მე-20 საუკუნის მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე სახელოვანი უკანასკნელი მოჰიკანი, სენატორი ჯონ მაკკეინი, რომელიც საქართველოს ფარი და ხმალი იყო აგრესორებთან და ოკუპანტებთან წინააღმდეგ ბრძოლაში და ამ დროს აქ არჩამოსვლა მე , რა თქმა უნდა, წარმოუდგენლად მიმაჩნია.

როგორ სძინავს ღამე საქართველოს ე.წ. მთავრობას, რომლებმაც პუტინის შიშით პატივი არ სცეს საქართველოში ყველაზე დიდ ლობისტს ამერიკიდან, არ ჩამოვიდნენ, გამოაგზავნეს მესამე-მეოთხეხარისხოვანი დელეგაცია.

როგორ სძინავთ და როგორ აპირებენ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას სამომავლოდ, მეგობრების ძიებას ახლების, ძალიან მაინტერესებს. კიდევ ერთი სირცხვილი ჭამა საქართველოს ხელისუფლებამ,“ – განაცხადა "კურიერთან" ნათელაშვილმა.

ცნობისთვის, შალვა ნათელაშვილი ვაშინგტონში ჯონ მაკკეინის სამოქალაქო პანაშვიდზე ჩავიდა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად