ნათელაშვილი ხელისუფლებაზე: “ალიბაბას და 40 ყაჩაღის” დრო დამთავრებულია (ვიდეო)

ბიძინა ივანიშვილი და მისი რაზმი ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყოს, “ალიბაბას და 40 ყაჩაღის” დრო დამთავრებულია,-ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

“ეს არის ხალხის გულების ფეთქვა. ამ გულებში ასახულია ერთადერთიო მოთხოვნა-ივანიშვილი და მისი რაზმი ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყოს. “ალიბაბას და 40 ყაჩაღის” დრო დამთავრებულია. ეს ხალხი განაჩენის გამომტანია და უნდა წაიკითხონ, განაჩენის კითხვა ხომ მაინც იციან”,-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

პარლამენტთან საპროტესტო აქციას ოპოზიციური პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები მსვლელობით შეუერთდნენ.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა და მხარდამჭერებმა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ მსვლელობა დაიწყეს. მათთან ერთად არიან სამოქალაქო აქტივისტები და მოძრაობა „შეცვალეს” წევრები

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მიზანია, ხვალ დეპუტატები პარლამენტში არ შეუშვან.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა.

17 ნოემბერს, ღამე აქციის მონაწილეებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის შესასვლელები ტომრებით ჩაკეტეს, მანამდე კი პარლამენტის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს, რასაც მმართველი გუნდიდან რომან კაკულიამ უპასუხა, რომ პარლამენტის ბლოკირება დიალოგის გზას სპობს. პარალელურად აქცია გამართა „პატრიოტთა ალიანსმაც“.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად