ნათელაშვილი: ხელისუფლებამ იმდენი იღვაწა, რომ მაინც შემოატანინა ირანიდან კორონავირუსი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი მიიჩნსვ, რომ საქართველოში კორონავირუსის ფაქტის დაფიქსირება ხელისუფლების განზრახ ქმედების შედეგია, რაც იურიდიულად უმძიმეს დანაშაულს წარმოადგენს.

ამის შესახებ შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“ხელისუფლებამ იმდენი იღვაწა, ჩვენი არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, იმდენ ხანს არ დაკეტა სახმელეთი საზღვარი, რომ მაინც შეამოატანინა ირანიდან კორონავირუსი. ეს იურიდიულადაც უმძიმესი დანაშაულია,განზრახი ქმედებაა, რადგან მთელ ქვეყანას დაემუქრა სასიკვდილო დაავადების საფრთხე. უკვე მიხრწნილ სისტემას უნდოდა რათა მათგან დაზაფრული საზოგადოების ყურადღება გადართულიყო არა რეჟიმის მოცილებაზე, მასობრივ მიტინგებზე, სხვა საპროტესტო აქციებზე,არამედ კორონავირუსზე. დღეს დიდი ზეიმი ექნებათ სოლოლაკსა და შეკვეთილში. მიუხედავად ყველაფრისა, ვარწმუნებ – არ გიშველით არც ეს ვირუსომანია”- წერს შალვა ნათელაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად