ნათელაშვილი: ხაზარაძის “ტვ პირველზე” ისევ დაბლოკილები ვართ, მაინც ვთვლი, რომ რეპრესიაა ვატო წერეთლის მიმართ საპროცესო მოქმედებები

ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა:

“მიუხედავად იმისა,რომ ოლიგარქ ხაზარაძის ტელევიზია– პირველზე ისევე დაბლოკილები ვართ როგორც ოლიგარქ ივანიშვილის იმედსა თუ მაესტროზე, მაინც ვთვლით, რომ ამ კომპანიის ხელმძრვანელ ბატონ ვატო წერეთლის მიმართ საპროცესო მოქმედებების დაწყება აშკარა რეპრესიაა რეჟიმის მხრიდან,რომლის მიზანია ჩაახშოს მისთვის ოპონენტი საინფორმაციო არხი.პოლიტიკურად კი ამით კიდევ ერთხელ მტკიცდება ქვეყანაში დიქტატურის დამყარება”, – წერს შალვა ნათელაშვილი Facebook-ში.

შეგახსენებთ, “ტვ პირველის” დამფუძნებელი ვატო წერეთელი პროკურატურაში დაიბარეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...