ნათელაშვილი ხაზარაძეზე: მოქრთამვებს სჯობს, სახლები დაუბრუნოს მის მიერ გამოსახლებულ ადამიანებს

ასე ეხმიანება “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი “თიბისი ბანკის” დამფუძნებლის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს, სადაც მამუკა ხაზარაძე აღნიშნავს, რომ გუგუტიანთკარში გივი რაზმაძის ოჯახს უახლოეს ერთ თვეში ახალი სახლი ექნება.

“საარჩევნო მოქრთამვებს სჯობს, ამ ბატონმა სახლები დაუბრუნოს მის მიერ გამოსახლებულ ათეულ ათასობით ადამიანს, რომლებიც დღესაც ქუჩაში არიან დატოვებულნი. გუგუტიანთკარელებზე კი ბიუჯეტმა უნდა იზრუნოს, სადაც ჩვენგან აგლეჯილი მილიარდები ისევ ბანკირთა ფლორიდაში შესაძენ სასახლებს ხმარდება.” – წერს შალვა ნათელაშვილი.

ხაზარაძე: გუგუტიანთკარში გივი რაზმაძის ოჯახს უახლოეს ერთ თვეში ახალი სახლი ექნება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...