ნათელაშვილი ხაზარაძეზე: ყველა ოლიგარქი ერთი მამის გაკეთებულია

ასე ეხმაურება “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი “თიბისი ბანკის” დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვას.

“ეს უკვე პირდაპირ ხაზარაძის მანიპულაციაა თბს-ი ბანკის მეშვეობით საფინანსო ბაზარზე.ა კაცი ოფიციალურად შემოვიდა პოლიტიკაში და პირველსავე დღეს დაგვაჯილდოვა. ყველა ოლიგარქი ერთი მამის გაკეთებულია”, – წერს შალვა ნათელაშვილი Facebook-ზე, რომელიც თან იმ ნიუსს აზიარებს, სადაც აღნიშნულია, რომ 1 დოლარის ღირებულება 2.90 ლარი გახდა.

შეგახსენებთ, ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად