ნათელაშვილი ხაზარაძეზე: ამ მტაცებელი ბანკირისთვის ღირსება ბანკში დასაგირავებელი ფასეულობაა

ბიძინობის სენი როგორც სჩანს გადამდებია, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის მიმართულებით აცხადებს:

“ბიძინობის სენი როგორც სჩანს გადამდებია. ამ გულდათუთქულ პოსტს აქვეყნებს მტაცებელი ბანკირი რომელისთვისაც ღირსება ბანკში დასაგირავებელი ფასეულობაა, მილიონობით მოქალაქე ბინიდან გამოასახლა, ქონება დაუყადაღა,ბიზნესი ჩამოართვა,უცხოეთში გააქცია,ციხემდე მიიყვანა,თავი მოაკვლევინა და ახლა აქვეყნებს პეტიციას იმ იმედით რომ მადლიერი ქართველი ხალხი პოლიტიკოსად აირჩევს რათა მათგანვე აგლეჯილი მილიარდები მშვიდად შეიტყაპუნოს. როგორც ერთი იტყოდა – ნურას უკაცრავად. მეორედ ხალხი იგივე წუმპეში აღარ შევა”, – წერს შალვა ნათელაშვილი Facebook-ში.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და დაწერა: სექტემბრიდან! ახალი მოძრაობა! ღირსეული საქართველოსთვის!”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...