ნათელაშვილი: ხალხს სათესლე მასალა შემოეჭამა! 500 ლარიანი ვაუჩერები გამოყონ!

“ლეობორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, საქართველოს მთავრობას მიმართავს სოფლის მეურნეობის სფეროს სტიმულირებისთვის გამოყონ 500 ლარიანი ვაუჩერები.

განცხადება ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა დღეს კასპის რაიონის სოფელ ქვემო გომში გააკეთა.

“ხალხს ამ მძიმე გაზაფხულის ფონზე სათესლე მასალა შემოეჭამა, სანამ სეზონია 500 ლარიანი ვაუჩერები გამოყონ, სადაც შევა ხვნა-თესვის, სათესლე მასალების პაკეტი თითოეულ ოჯახზე,”- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად